„ჩვენი სრული განადგურება უნდათ“ - ინგა გრიგოლია „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ

სულ ნახვები : 544
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბოლოს გული გამისკდება ამ მოძალადე ხელისუფლების წყალობით“ - ასე ეხმაურება ტელეკომპანია ,,ტვ პირველის“ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, ამავე ტელევიზიის გადამღებ ჯგუფზე ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორ პაპუნა ჩხაიძეზე თავდასხმას, რომელიც დღეს, 24 ივნისს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. 

„მამუკა მდინარაძემ ხომ ნატა ქაჯაია შეურაცხყო საშინლად, მავნებელმა  და მისი შეურაცხყოფიდან სულ მალევე, ნატას დას , ნანუკა ქაჯაიას და ჩვენს ოპერატორს დაესხნენ თავს ქუჩის ჩიტები. 

ჩვენი სრული განადგურება უნდათ ამათ, რომ მარტო ჩიტების ჭიკჭიკი ესმოდეთ.  პაპუნა და ნანუკა არც ვიცი, რაღა დავწერო (პაპუნას ადრე ,აქციის დარბევისას, თვალი დაუზიანეს) .ბოლოს გული გამისკდება ამ მოძალადე ხელისუფლების წყალობით, ვატყობ“, - წერს გრიგოლია. 

ცნობისთვის, გარკვეული პერიოდის წინ, პარლამენტის შენობაში, მამუკა მდინარაძემ ,,ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ბათუმში ,,ტვ პირველის“ ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ, როდესაც ის პირდაპირ ეთერში რესპონდენტს რთავდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები