თომას ბახი: რუსი სპორტსმენების ტურნირებში დაშვება ჯერ ადრეა

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ რუსი სპორტსმენების სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობა, ჯერ ადრეა.

„ყველანი შეწუხებულნი ვართ. ვხედავთ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება. ჩვენი პოზიცია სანქციებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით ყველამ იცის და შემიძლია გავიმეორო. მთავარია, არ დავივიწყოთ ჩვენი მისია. მსოფლიო სპორტი გაერთიანებისა და წესების პატივისცემისკენ იბრძვის. ჩვენს სანქციებსა და რეკომენდაციებს სწორედ ეს გამოხატავს. მათი გადახედვის თუ შერბილების დრო ჯერ არ მოსულა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, თუ როგორ გადავჭრათ დილემა, რომელიც წარმოიშვა“, – განაცხადა ბახმა.

შეგახსემენთ, რომ 28 თებერვალს, IOC-მა სპორტულ საერთაშორისო ფედერაციებს რეკომენდაცია მისცა, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე არ დაუშვან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები