სიცრუის მასშტაბს დაუკვირდით - გია ვოლსკი არახამიას განცხადებაზე

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გამორიცხულია რაიმე მონაცემი ჰქონდეს არახამიას და არ ჰქონდეთ ქვეყნებს, ვისთანაც ვმეგობრობთ“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი, უკრაინის რადას ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბათუმის პორტში, სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემი შემოვიდა. 

ვოლსკის განცხადებით ტანკერების გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, მით უფრო მაშინ, როდესაც მათ ნავთობი გადააქვთ.  

„სულ ახლახან იყო საუბარი, რომ ტანკერი შემოვიდა საქართველოს პორტში, რომელსაც მოჰქონდა რუსული ნავთობი და როცა "ნაცმოძრაობამ" გაიგო ამის თაობაზე, დაიწყეს საბუთების გადაკეთება, ვითომ ყაზახეთის კუთვნილებაა ეს ტვირთი. სიცრუის მასშტაბს დაუკვირდით - თურქეთი თავის გემით, რუსეთი ნავთობით, ყაზახეთი დოკუმენტების გაყალბებით და მეორე მხრივ, საქართველო ჩართულია სქემაში, როდესაც უნდა შემოვიდეს სანქცირებული ტვირთი და თან ამერიკელების მიერ აშენებულ პორტში. ამბობენ, რაც უფრო ძლიერია სიცრუე, უფრო დამაჯერებელი ხდებაო. უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი ტანკერის გადაადგილება, მით უმეტეს თუ მასზე ნავთობია, კონტროლდება სერიოზული და მაღალი დონის ტექნიკური მონაცემებით“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

მისივე თქმით, სიცრუეა ის ფაქტი, რომ გემი შემოვიდა პორტში, რადგანაც ის რეიდზე იდგა, სანამ კონკრეტულ შემოწმებას გაივლიდა და მას შემდეგ რაც აკრძალული ტვირთი აღმოაჩინეს, პორტში არ შემოსულა. 

„რაც შეეხება გემს, გემი არც ერთ პორტზე არ შემოსულა, რეიდზე იდგა და როგორც კი დარწმუნდა ქართული მხარე, რომ ამაში აკრძალული ტვირთი იყო, არ შემოუშვა პორტში, დანარჩენი გაარკვიონ იმათ ვისი გემიც იყო და ვისი ტვირთიც იყო“, - განაცხადა ვოლკსიმ. 

ცნობისთვის, გემის ბათუმის პორტში შემოსვას ადასტურებს ქვეყნის ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა