ნატოს სამიტი რუსეთს მთავარ და პირდაპირ საფრთხედ განსაზღვრავს - გენერალური მდივანი

სულ ნახვები : 359
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნატოს ლიდერები მადრიდის სამიტზე დაამტკიცებენ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხედ გამოავლენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„ჩვენი ახალი კონცეფცია მიგვიყვანს სტრატეგიული კონკურენციის ახალ ეპოქაში. მე ველი, რომ მოკავშირეები მკაფიოდ გამოავლენენ რუსეთს, როგორც ყველაზე დიდ და პირდაპირ საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. პირველად ის ასევე ეხება ჩინეთს და იმ საფრთხეებს, რომლებსაც პეკინი უქმნის უსაფრთხოებას,  ინტერესებსა  და ღირებულებებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

 მან აღნიშნა, რომ რუსეთი გაურბის პარტნიორობასა და დიალოგს, რომლის დამყარებას ნატო მრავალი წელია ცდილობს.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა