ბუდანოვი: თუ რუსეთი აღიარებს, რომ ვერ დაამარცხა უკრაინა, ეს იქნება სახელმწიფოებრიობის ნგრევა

სულ ნახვები : 210
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთი ვერ აღიარებს, რომ უკრაინის დამარცხება ვერ შეძლო, რადგან ეს მათი სახელმწიფოებრიობის დაშლას ნიშნავს.  ამის შესახებ  ბუდანოვმა  Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.  

მან  თქვა, რომ იგი ეთანხმება დასავლეთის შეფასებას, რომ რუსული ძალები დეგრადირებული და დემორალიზებულია, მაგრამ მას მცირე იმედი აქვს, რომ ეს გამოიწვევს ჯარების გაყვანას უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებიდან. 

„თუ რუსეთი ახლა აღიარებს, რომ ვერ დაამარცხა უკრაინა, ეს არ იქნება სისტემის ნგრევა, ეს იქნება სახელმწიფოებრიობის ნგრევა. ასე იბრძოლებენ მანამ, სანამ შეუძლიათ. რუსული არმია იძულებული იქნება ბოლომდე იბრძოლოს. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ“- თქვა ბუდანოვმა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა