იტალია ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე დიდ გვალვას განიცდის

სულ ნახვები : 262
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკიდურესმა სიცხემ და გვალვამ ჩრდილოეთ იტალიაში კატასტროფულ ვითარება  გამოიწვია. პიემონტის მაცხოვრებლებს წვიმა არ უნახავთ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ. მდინარე პოს კი  წყალი ეწურება. 

„ფოკუსის“ ცნობით, მისი დონე ემილია-რომანიაში უკვე რვა მეტრით  ნორმაზე დაბალია. მეზობელი ლომბარდიაც მძიმედ დაზარალდა. პარასკევს იქ  საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

წყლის უკმარისობა საფრთხეს უქმნის მოსავალს მთელ პოს ხეობაში, ოდესღაც ნაყოფიერი ნიადაგი ახლა მშრალი  და ბეტონისავით მყარია. ჩრდილოეთ იტალიის მოქალაქეებს წყლის დაზოგვისკენ მოუწოდეს. 

ფრიაულში სასჯელით აიკრძალა მანქანების რეცხვა, აუზის ავსება და ბაღის მორწყვა - იუწყება  საინფორმაციო სააგენტო Ansa.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა