გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს - შემოსავლების სამსახური

სულ ნახვები : 241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში შემოსულ გემთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  ტვირთი, რომელიც გემს გადაჰქონდა ნამდვილად იყო სანქცირებული კომპანიის მიერ დატვირთული და ის თურქეთისკენ  მიემართებოდა. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამო, გემის მფლობელებს პორტში გაჩერების და ტვირთის ჩამოცლის ნებართვა არ მიეცათ, რის გამოც პორტის დატოვება მოუწიათ. 

„კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს - კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ცნობისთვის, ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ გაავრცელა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა