ზელენსკი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეს შეხვდა

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ  ზელენსკი კიევში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეს, სენატორ ჯეიმს რიშს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

უკრაინის მეთაურმა აღნიშნა ამერიკელი სენატორის ვიზიტის მნიშვნელობა ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში და ხაზი გაუსვა, რომ დღეს სასწრაფოდ საჭიროა ორპალატიანი და ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. 

ვოლოდიმირ  ზელენსკიმ ამერიკელ დეპუტატს მიაწოდა ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, ასევე ბოლოდროინდელ სარაკეტო დარტყმებზე, რომლებიც განხორციელდა მნიშვნელოვანი მოვლენების წინ, კერძოდ, G7-ისა და ნატოს სამიტის დაწყებამდე. 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ უნდა დარჩეს ცივილიზებული სამყაროს მტკიცე პასუხის გარეშე - აგრესორი უნდა დაისაჯოს.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა