გიორგი ბოტკოველი - დეოლიგარქიზაცია არის ამ ქვეყნის გამოსავალი

სულ ნახვები : 203
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ხელის შემშლელი არის ოლიგარქია, დეოლიგარქიზაცია არის ამ ქვეყნის გამოსავალი", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. 

ბოტკოველის თქმით, დღეს ქვეყანას სჭირდება გადარჩენისთვის 12 პუნქტის შესრულება, იმისთვის, რომ განვითარდეს.

"არ ვიცი, ღარიბაშვილი და კობახიძე ბაკურიანით საუბრობენ თუ გუდაურით, ეს კურორტები, რატომ აირჩიეს. აქ არის ერთი რამ, ეს ადამიანები ყველანი არიან გამოკიდებული საკუთარ სკამს, რატომ? - არა იმიტომ, რომ ხალხზე იზრუნონ და ქვეყანა გადაარჩინონ, არამედ ერთადერთი რამის გამო, ფული, რაც ქვეყანას მოჰპარეს იმის გადარჩენის და იმ ადამიანის გადარჩენის, ვინც მათ მანდატები და იმის საშუალება მისცა, რომ ქვეყანა გაეძარცვათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. 

დღეს ქვეყანას სჭირდება გადარჩენისთვის 12 პუნქტის შესრულება, იმისთვის, რომ განვითარდეს. ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ხელისუფლება რამენაირად ხელს შეუწყობს ამ პუნქტების შესრულებას. ხელის შემშლელი არის ოლიგარქია, დეოლიგარქიზაცია არის ამ ქვეყნის გამოსავალი", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა