ქუდზე კაცი - ალტ-ინფომ 2 ივლისს ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა

სულ ნახვები : 553
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, სადაც კანონისა და ზნეობის შედარებით ნაწილზე იყო საუბარი, პრორუსული, რადიკალური დაჯგუფება ,,ალტ-ინფოს“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, სადაც მოუწოდებენ ადამიანებს 2 ივლისს პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. 

„2 ივლისს პარლამენტის წინ, ქუდზე კაცი“ - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ცნობისთვის, დღეს, 27 ივლისს ,,პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ, სადაც ისინი მოუწოდებენ რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლებს, არ წავიდნენ კანონის წინააღმდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ.

ცნობისთვის, გასულ წელს 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული სისხლიანი ქმედებების გამო, ამ დრომდე არცერთი ორგანიზატორი არ დაუკავებიათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა