საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა და 9-12 ადგილებისთვის იბრძოლებს

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ხორვატიას შეხვდა და 7:13 დამარცხდა.

პირველი მეოთხედი თანაბარი იყო. მეტიც, შეტევაში რამდენჯერმე მეტობა ვერ გამოვიყენეთ, ერთ შემთხვევაში ორკაციანი მეტობა, თორემ მოგებაც შეგვეძლო. არადა, 2:3 დავმარცხდით.

მეორე მეოთხედში ხორვატებმა უპირატესობა ორი ბურთით გაზარდეს, ხოლო მესამე, პირწმინდად წავაგეთ, გოლიც ვერ გავიტანეთ და 4:10 ჩამოვრჩით. აქ უკვე მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

ბოლო მეოთხედმა ფორმალურად ჩაიარა და სხვაობაც აღარ შეცვლილა...

საქართველოს ნაკრები ბრძოლას 9-12 ადგილებისთვის გააგრძელებს. თუ ვის შეხვდება დეიან სტანოევიჩის გუნდი, მოგვიანებით გაირკვევა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები