დედოფალი მაქსიმა და მეფე ვილემ-ალექსანდრე ოფიციალური ვიზიტით ვენაში ჩავიდნენ

სულ ნახვები : 364
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნიდერლანდების დედოფალი მაქსიმა და მეფე ვილემ-ალექსანდრე დღეს ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდრე ვან დერ ბელენსა და მის მეუღლეს დორის შმიდაუერს შეხვდნენ ვენის ჰოფბურგების სასახლეში.

სამეფო წყვილის ვიზიტი ვენაში სამ დღეს გაგრძელდება. პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის მის უდიდებულესობა მაქსიმას წითელი სამოსი ეცვა და  შლაპა  ეხურა. ფეხსაცმელი და აქსესუარებიც წითელში იყო შეხამებული.

დედოფალს ასევე მარგალიტის სამაჯური ეკეთა  მარჯვენა ხელზე, ხოლო საათი მარცხნაზე. 

სამეფო წყვილს ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდრე ვან დერ ბელენი და მისი მეუღლე დორის შმიდაუერი შეხვდნენ, რომელიც თეთრ კაბაში და ღია ფერის ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.  ოთხივე ფოტო გადაიღეს ვენაში ფედერალური კანცელარიის წინ.

ვიზიტი, რომელიც ოთხშაბათამდე გაგრძელდება, ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებას ისახავს მიზნად.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა