სახელმწიფო „პრაიდის” კვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებს

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე, 2 ივლისს „თბილსი პრაიდის“ და რადიკალური დაჯგუფებების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს ეხმაურება და აცადებს, რომ მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ვინმეს, კონკრეტული ჯგუფების მეირ გამოატული აზრი, არ შეიძლება მას ძალადობა დაუპირისპირო.

„უნდა მივეჩვიოთ ისე ცხოვრებას, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს სხვა პირთა მიერ გამოხატული პოზიცია, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთარ თავს უფლება მივცეთ ამას ძალადობრივი ფორმებით აღვუდგეთ. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეალურად უზრუნველყოფილი იყოს იმ პირთა უსაფრთხოება, ვისაც საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი აქვთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, 2 ივლისს პრორუსულმა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, ,,თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული დახურული ღონისძიების წინააღმდეგ ე.წ. კონტრაქცია დაანონსეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები