მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 136-ე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სულ ნახვები : 256
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.

ცნობისთვის, უხვი ნალექის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა