რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით - კობახიძე

სულ ნახვები : 183
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით - აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში სამოქალაქო მოძრაობამ შინ ევროპისკენ მიერ გამართულ აქციებზე საუბრისას:

"მთავარია ის, რომ ქვეყანას სჭირდება კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად განვითარება, ეს ერთი. მეორე - ხალხის რაოდენობაზე თუა საუბარი, მაგალითად მათ თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი. ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით, ძალიან მარტივადაა საქმე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პაექრობაში შესვლას ამ ეტაპზე არ ვაპირებთ. რეალურად. მაგრამ, ხალხის სახელით, რომ გელაპარაკება მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, ეს უბრალოდ სასაცილო და სამარცხვინოა"-თქვა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები