პროკურატურამ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ენმ-იდან ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავარმა პროკურატურამ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, ენმ-ის წვერს, ვაჟა მორგოშიას, ცემის მუხლით ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძებით დადგინდა, რომ 2022 წლის 12 ივნისს რუსთავში ვაჟა მორგოშიამ ორ პირთან ერთად, ზ.ვ-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მას სცემა.

მორგოშიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

"საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, ქ. რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ვკითხულობთ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები