ლაგოდეხში, სავარაუდოდ, სექსუალური ორიენტაციის გამო, 70 წლამდე კაცს ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლაგოდეხში სავარაუდოდ, სექსუალური ორიენტაციის გამო, 70 წლამდე კაცს ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მოხდა.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა კარგად ჩანს ორი ახალგაზრდა, რომელიც პენსიონერ კაცს ფიზიკურად სასტიკად უსწორდება და სექსუალური ხასიათის ქმედებისკენ მოუწოდებს.

ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ისმის ხმა, სადაც კაცს აიძულებენ ორიენტაციის  შესახებ ილაპარაკოს.

მომხდარიდან მალევე პოლიციამ ორივე ახალგაზრდა დააკავა. საქმეზე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა და აღმკვეთი ღონისძიების სახით ახალგაზრდებს პატიმრობა შეუფარდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები