რღვევა ქართულ ოცნებაში - სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ოცნების პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ

სულ ნახვები : 1,012
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ქართული ოცნების ფრაქციას, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

მიზეზად მამუკა მდინარაძემ "ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი" დაასახელა.

"მათი აზრით, დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი გადაწყვეტილება გააკეთოს.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ კულისებიდან მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს". - თქვა ფრაქციის თავმჯდომარემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა