ხალხს უნდა ვუთხრათ მეტი სიმართლე, რათა ავიცილოთ საქართველოს ომში ჩართვა - სუბარი

სულ ნახვები : 862
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სოზარ სუბარი, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა, ამბობს, რომ აუცილებელია, "ხალხს მეტი სიმართლე უთხრას, რათა არ მოხდეს საქართველოს ომში ჩართვა".

"რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. თქვენ მოგისმენიათ არაერთი განცხადება, როცა პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, პირდაპირი მცდელობები იყო, არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, არის ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე.

ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ, როგორიც არის ევროკავშირის გაწევრიანების შესაძლებლობა.

მაგრამ, თუკი ახდა იმათი განწყობა, ვისაც უნდა ჩვენი ომში ჩართვა, ყველაფერი დაგვრჩება განზე. ამიტომაც, ხალხს უნდა ვუთხრათ უფრო მეტი სიმართლე"-თქვა სუბარმა "ტვ პირველთან".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები