ფარიკაობის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე უფულობის გამო ვერ მიდის

სულ ნახვები : 52
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

15-23 ივლისს, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ფარიკაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. აი, რამდენად მიიღებს საქართველოს ფარიკაობის ნაკრები მონაწილეობას, ამ ეტაპზე, უცნობია.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს.

„ფინანსური პრობლემების გამო, წლის უმნიშვნელოვანეს შეჯიბრზე, მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოფარიკავეების გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას... ეგვიპტის დედაქალაქში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მხოლოდ 17 დღე დარჩა! საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ბიუჯეტში კი, თანხა, რომელიც ქაიროში გასამგზავრებლად და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად არის საჭირო, უბრალოდ არ არის!“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახლახანს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპირველობის შემდეგ ბაზაძემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ოქროსთვის იბრძოლებდა, მაგრამ...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები