ილიას ზუროსი: გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

29 ივნისს საქართველოს ნაკრები რიგაში გაფრინდება, ხოლო 1 ივლისს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინას ეთამაშება.

ბალტიისპირეთში წასვლის წინ ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. გუნდმა ისევ ძველი სპორტის სასახლეში ივარჯიშა. ახალ დარბაზში იატაკის პრობლემა იყო, მაგრამ ფედერაციიდან გვითხრეს, რომ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება და 4 ივლისს ესპანეთს ახალ დარბაზში ვუმასპინძლებთ.

მანამდე უკრაინასთან მატჩია – პრინციპული და მნიშვნელოვანი. საქართველოს ნაკრებს მოგება სჭირდება, რათა მეორე ჯგუფურ ეტაპს მეტი ქულით შეხვდეს და ბრძოლა მუნდიალზე მოსახვედრად გააგრძელოს.

ნაკრების თავკაცი, ილიას ზუროსი ფიქრობს, რომ უკრაინასთან მართლაც ბრძოლა იქნება, მაგრამ საამისოდ ტაქტიკაც შემუშავებული და გუნდისიც ეიმედება.

„თბილისში ნაყოფიერი ეტაპი გავიარეთ. დავამუშავეთ სხვადასხვა კომბინაციები და უკვე ვიცით, მეტოქეს რა ტაქტიკას დავუპირისპირებთ. უკრაინა საკმაოდ ძლიერი გუნდია და მათთან მოსაგებად დიდი ბრძოლა დაგვჭირდება. კალათბურთელები მზად არიან და მორიგი გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“, – განაცხადა ზუროსმა.

ღია ვარჯიში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 17 კალათბურთელით გამართა. რიგაში კი, განაცხადში 12 უნდა იყოს. ზუროსი 13 კალათბურთელს იახლებს. ერთი „ზედმეტი“ გიორგი ცინცაძეა, რომელსაც ტრავმა აწუხებს, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებით გამოცდილი კალათბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა მნიშვნელოვანია.

ბერძენ სპეციალისტს ჯერ შემადგენლობა არ დაუსახელებია, მაგრამ Cnews-ის ინფორმაციით საქართველოს ნაკრები რიგაში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:

თორნიკე შენგელია (ბოლონია, იტალია), გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გოგა ბითაძე (ინდიანა, აშშ), თად მაკფადენი (მურსია, ესპანეთი), დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე (ორივე უკლუბოდ), რატი ანდრონიკაშვილი (კრეიტონი, აშშ), კახა ჯინჭარაძე, გივი ბაქრაძე (ორივე ოლიმპი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), გიორგი კორსანტია (ქუთაისი).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები