ღარიბაშვილი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს - ანდრიუს კუბილიუსი

სულ ნახვები : 246
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ  საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაზე დიდი პრობლემა პოლარიზაციაა.

კუბილიუსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლარიზაციის არა შემცირებას, არამედ გაღრმავებას აპირებს.

"მე ყველაზე დიდ ყურადღებას გავამახვილებდი პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს შესახებ, საბჭოს მიერ ჩამოყალიბებულ ანგარიშშია ნახსენები. ვგულისხმობ, ე.წ. პოლარიზაციას, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციას.

პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იფიქროს საკუთარ შეცდომებსა და პასუხისმგებლობებზე. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მოსაზრება ღიად გამოქვეყნდა, საქართველოს პრემიერმინისტრი, ბატონი ღარიბაშვილი მივიდა პარლამენტში და იმის ნაცვლად, რომ ესაუბრა იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად, ბატონმა ღარიბაშვილმა დაიწყო ოპოზიციის და სხვების დადანაშაულება. ამან გვაჩვენა, რომ პრემიერმინისტრი პოლარიზაციის შემცირებას კი არა, მის გაღრმავებას აპირებს. ეს ჩანდა, როგორც მიზანმიმართული ქმედება, რათა საქართველოს შეუმცირონ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი". – თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა