ოცნებასთან ყველაფერში ვთანხმდებით, გარდა ერთისა – რა დოზით მიეწოდოს ხალხს სიმართლე - ხუნდაძე

სულ ნახვები : 271
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოცნებიდან  წასვლის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ დეპუტატები, რომლებმაც პარტია დატოვეს, ქართულ ოცნების ლიდერებთან ყველა თემაში თანხმდებიან, გარდა ერთისა – თუ რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე.

"ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა ქართული ოცნების პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ ქართულ ოცნებასთან, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად, ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი, დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხებზე, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში განიხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან". – თქვა ხუნდაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა