ამ სახით შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ხალხს - რას აცხადებს ყაველაშვილი ოცნებიდან წასვლის შემდეგ

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოცნებიდან წასვლის შემდეგ დეპუტატი მიხეილ ხუნდაძე ამბობს, რომ ამ სახით პარტიიდან წასულ სამ დეპუტატს შეეძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ისე, რომ მმართველი პარტია არ დააზიანონ.

"კონკრეტიკაზე თავს შევიკავებთ, ამას ხვალ გაიგებთ. ჩვენი გადაწყვეტილება, პირველ რიგში, არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი აზრით, არასაკმარისად მიეწოდება ის სიმართლე, რომელიც აუცილებელია, რომ მათ იცოდნენ და ჩვენ, სამმა ადამიანმა გადავწყვიტეთ, რომ ამ სახით შეგვიძლია, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ და არ დავაზიანოთ ქართული ოცნება. არის საკითხები, რომელიც ხვალ გაჟღერდება. ამ საკითხებზე მსჯელობაც გვექნება, რომ ჩვენმა საზოგადოებამ​ სიმართლე იცოდეს, თუ დღეს საქართველოში რა ვითარებაა და საერთო აზრი გვქონდეს, მით უმეტეს, ჩვენს ამომრჩეველთან. ჩვენ გვექნება თავისუფლეაბა, რომ ჩვენს საზოგადოებას სიმართლე უფრო მეტად მივაწოდოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი არსებულ რეალობას საღად შეხედავენ, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა". – თქვა ყაველაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები