ბსუ-ს სტუდენტები თვითმმართველობის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, თვითმმართველობის პრეზიდენტის, ლიკა დიასამიძის გადადგომის მოთხოვნით პეტიციაზე მუშაობენ. 

იურიდიული და სოციალური ფაკულტეტის სტუდენტებმა პეტიციაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მედიაში, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების ჩატის ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ლიკა დიასამიძე და ბათუმის საკრებულოს ,,ქართული ოცნების“ წევრი რიჩარდ სირაბიძე სტუდენტებს, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების და ზოგადად განსხვავებული აზრის მქონდე ადამიანების მადისკრედიტირებელი პოსტების და კომენტარების დატოვებას სთხოვდნენ, სოციალურ ქსელში. 

ამავე ჩანაწერებით, გაირკვა ისიც, რომ დიასამიძე სწორედ ასეთი ქმედებების გამო გახდა ,,ქართული ოცნების“ რჩეული და თვითმმართველობის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. 

ბსუ-ს სტუდენტები, მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება თვითმმართველობა და მისი თავმჯდომარე პოლიტიკურად ანგაჟირებული იყოს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები