მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს 4 ივლისს,  საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. 

მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი 08:00 საათიდან მიმდინარეობს, გამოცდები კი ზუსტად 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები