წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრება იწყება - შალვა პაპუაშვილმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

სულ ნახვები : 325
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გულშემატკივრობენ“ - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. 

მისი თქმით, ქვეყანას განათლებული მომავალი სჭირდება. 

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა, ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე.

ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი.

ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გულშემატკივრობენ. წარმატებები! წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრება იწყება“, - წერს პაპუაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა