„ძალიან დიდ სტიმულს აძლევს ადამიანების მხარდაჭერა“ - ვალერი გელბახიანი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

სულ ნახვები : 220
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა დღეს, 15 ივლისს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ვივამედი მოინახულა.

როგორც გელბახიანმა CNews-ს განუცხადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

_ ბატონო ვალერი, როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

_ დაახლოებით ორი საათის მანძილზე ვისაუბრეთ. იმასთან თუ გავაკეთებთ შედარებას, როგორც გუშინ წინ და გუშინ იყო, დღეს თავს შედარებით უკეთესად გრძნობდა, მაგრამ რაიმე წინდაწინ ან პროგრესი რომ ეტყობოდეს ასე არის, იმიტომ, რომ ჩემთან საუბრისას როდესაც გადაიღალა ბოდიში მომიხადა და დაწვა, ვერ გაუძო მჯდომარე პოზიციაში საუბარს.

_ როგორც ვიცი მოქალაქეების მიერ გაგზავნილი წერილები გადაეცით მას, როგორი იყო მისი რეაქცია?

_ ალბათ, მედიცინაშიც ასეა მიღებული, რომ ადამიანის აზრები ცოტა უნდა გამოიყვანო იმ გარემოდან სადაც არის და მისი გონება უნდა გადავიდეს სხვა განზომილებაში. ასეთი რაღაცები, როდესაც პიროვნული ნიუანსებია და არა პოლიტიკური  თემები, უფრო დადებითად მუშაობს თვითონ პიროვნების ფსიქიკაზე, ვიდრე ყოველდღიური და ინტენსიური პოლიტიკური თემები. ძალიან გაუხარდა, მაშინვე დაიწყო კითხვა და მთხოვა, რომ მადლობა გადამეცა ყველასთვის, მისი თქმით ძალიან დიდ სტიმულს აძლევს  ადამიანების მხარდაჭერა და მათი თანადგომით კიდევ ვისულდგმულებო, ეს იყო სიტყვები, რომელი მან მითხრა.

_ უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი ,,ემპათიას“ დასკვნა, იმ კვლევების მიხედვით, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელსაც ყველა ვხედავთ და აღნიშნული დასკვნის მიხედვით, მოხდება თუ არა ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე და გადაიყვანენ თუ არა მას უცხოეთში სამკურნალოდ?

_ სასამართლო, რა თქმა უნდა, არის შემფასებელი ორგანო, მაგრამ თუ მტკიცებულება არ იქნა ისე წარდგენილი, რომ ამ მტკიცებულებამ აძულა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ყოველთვის შეეცდება სასამართლო, რომ ხელისუფლების ინტერესის ბალანსი არ დაარღვიოს, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ცემენტი და ბეტონი დასჭირდება ამ ყველაფერს, ვგულისხმობ უცხოეთის საექსპერტო ცენტრების და სამედიცინო ცენტრების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, მაშინ უსუსური აღმოჩნდება იმ ექიმების პოზიციები, რომლებიც საპირისპირო აზრს გამოხატავენ.

გიგა გელხვიიძე, CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები