სად ხვდებოდა სოსო გოგაშვილი ФСб - ს ოფიცრებს ?!

სულ ნახვები : 17,462
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული სპეცსამსახურის ისტორიაში სოსო გოგაშვილი იყო ის ერთადერთი გამონაკლისი,რომელმაც სამსახურიდან წასვლის მერე ყველა აგენტი გაშიფრული დაგვიტოვა და მათთან ინფორმაციის გადასაცემად იყენებდა საკუთარ მეუღლეს.

სპეცსამსახურის მუშაობის სპეციფიკაში გარკვეული ადამიანები დამემოწმებიან,რომ ეს ყველაზე დიდი მორალური დანაშაულია,რაც კი სოსო გოგაშვილს ოდესმე  ჩაუდენია.

ის სამსახურში არ უყვარდათ,მისვლისთანავე გაუშვა ყველა პროფესიონალი,ვისაც  შეხება ქონდა  მის წარსულთან,წარსული კი მარტივი არ ქონია-ნახალოვკაში ,როცა ხორცს ყიდდა,მისმა მეზობელმა,"კუდის"მაღალ ჩინოსანმა,გოგიტა პაპაშვილმა გადაიბირა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩანერგა.მის სახელს უკავშირდება ე.წ.ყინწვისის საქმის ფიგურანტების ჩაშვება,რომლებიც ქართულმა ოცნებამ მოგვიანებით ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა.

ახლა არ მოვყვებით დეტალების გახსენებას მის კორუფციულ საქმიანობაზე,არაპროფესიონალიზმზე,ჩავარდნილ და წარუმატებელ სპეცოპერაციებზე,ბინძურ სქემებზე რომელსაც ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა.

ბევრად  უფრო საინტერესოა,ის ნარატივი რის დამკვიდრებასაც გოგაშვილი დაკავებისას შეეცადა,რუსი ჯაშუშების საჩივრის გამო მიშვებენ ციხეშიო.წყარო კონტრდაზვერვიდან cnews.-ს უყვება რომ სუსის უფროსის მოადგილედ დანიშვნის დღიდან,გოგაშვილი აქტიურად ეძებდა კონტაქტებს რუსებთან და ძალიან მალე გააბა კავშირები.

ჩვენი წყარო ყვება რომ მას გოგაშვილის და ფსბ-ს წარმომადგენლების ორ შეხვედრაზე აქვს კონკრეტული ინფორმაცია.

შეხვედრა ყაზბეგში,დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე,ნეიტრალურ ზონაში შედგა,იქ ორი გვირაბია,ერთი ქართულ,მეორე რუსულ მხარეს.

გოგაშვილი "ლექსუსით" იყო,თან მერსედესი GL ახლა დაცვით,ავტომანქანებზე ნომრები ეკლესიასთან მოხსნეს,საზღვარზე ვიდეო კონტროლი გათიშეს და ნეიტრალურ ზონაში ისე გადავიდნენ.

გოგაშვილის და რუსების შეხვედრის კოორდინაცია კპპ-ს მაშინდელ უფროსს რამაზ ჩიტიშვილს ჰქონდა დავალებული.

ერთი შეხვედრა დღე,მეორე ღამის საათებში გაიმართა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით,რუსები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ სირიისა და ისლამური სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი აგენტურის მონაცემებით,ეს სწორედ ის პერიოდია,როცა საქართველოს ტერიტორიაზე დიდი მიმოსვლააა და ქვეყანაში ახმედ ჩატაევი შემოიყვანეს !

სუსის თანამშრომლები განსაკუთრებული ირონიით,სოსო გოგაშვილის იმ ფრაზას შეხვდნენ-ტერორისტებს მუსრი გავავლეო.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ორდღიანი ომი გაიმართა,რომელსაც სპეცდანიშნულების რაზმის წევრის სიცოცხლე შეეწირა.სპეცოპერაციას სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.

ახმედ ჩატაევის და მისი თანმხლები პირების ლიკვიდაცია კი სწორედ გოგაშვილის კვალის წაშლის გამო მოხდა,მაგრამ დიდმა "ჩეკისტმა"ვერ გაითვალისწინა რომ ჩატაევი ქართულ ციხეში იჯდა და ერთიან ბაზაში მისი დნმ -ის მონაცემები ინახებოდა,რომლის მეშვეობითაც მოხდა კიდეც  მისი იდენტიფიკაცია.

ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციას,პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია მოყვა,რომელსაც უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოყვა.

გოგაშვილმა რამდენჯერმე სცადა ისრების სხვა მიმართულებით გადატანა,ბოლოს იქამდეც მივიდა რომ ვახა მაჩალიკაშვილს ოპერაციაში უშუალოდ მონაწილე სპეცრაზმელის ვინაობაც მიაწოდა.

ამ დღიდან მოყოლებული სოსო გოგაშვილი მუდმივ შიშში ცხოვრობდა,სახლში ორდონიანი კარები დააყენა,გააძლიერა დაცვა და შეიძინა ათამდე იარაღი.

ახლა ის დაკავებულია,რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია მოთავსებული და მის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზრუნავს.

ელისო კილაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები