მემუქრებოდნენ, თუ თქვენ შვილს არ გააჩერებთ, თქვენ აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემაო - სამსახურებიდან გათავისუფლებული სკოლის დირექტორები ალაპარაკდნენ

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამსახურებიდან  გათავისუფლებული სკოლის დირექტორები ალაპარაკდნენ - მათ, მას შემდეგ გადაწყვიტეს კონკრეტულ გარემოებებზე საუბარი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეყრდნობა. 

დირექტორების განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიტაცებული აქვს და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული დევნის მსხვერპლი, იმ შემთხვევაში, თუ მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება გააჩნია რაიმეზე. 

„რეკავდა რესურს ცენტრი სასურველ დირექტორებთან, ეს მე გავიგე და შევეკითხე რატომ მე არ დამირეკეთ-მეთქი, რომ განცხადება დავწერო გაგრძელებაზე. სულ მაინტერესებდა, რა იყო, ეს სია. სუს-იდან მოდიოდნენ ჩემთან, მემუქრებოდნენ, თუ თქვენ შვილს არ გააჩერებთ, თქვენ აუცილებლად შეგექმნებათ პრობლემაო. ეს ყველაფერი არის ზუსტად ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გაკეთებული, ეს არჩევნები მიტაცებულია და საერთოდ ქვეყანა მიტაცებულია“, - აცხადებს ერთ-ერთი ყოფილი სკოლის დირექტორი. 

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ცხადად ჩანს, თუ როგორ ახდენდა ხელისუფლება ხმების მობილიზებას თავიანთ სასარგებლოდ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები