ერთ-ერთმა ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ჰყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო - გია ნოდია

სულ ნახვები : 311
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მეთოდები, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებში სასურველი შეფასების მიღების გარანტორი იყო და რომელიც წინა ხელისუფლების დროს ფაქტობრივად სრულიად აღმოიფხვრა, კვლავაც ტრენდული ხდება. 

პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორია, სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ ცდილობს სტუდენტი, სასურველი შეფასებისთვის მასზე ზეწოლის მოხდენას და ამისთვის, როგორც ნოდია ამბობს, გზა პოლიტიკოსებზე გადის. 

„საგამოცდო პერიოდში პროფესორები ვწუწუნებთ ხოლმე, რომ სტუდენტების (ცხადია, მათი მცირე ნაწილის) ზეწოლის ქვეშ ვართ: ზოგი ენერგიულად და სხვადასხვა არგუმენტით გვარწმუნებს, რატომ უნდა დავუწეროთ იმაზე მაღალი შეფასება, ვიდრე ვუწერთ. 

მეც ცხადია ამ დღეში ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სამსახურის ნაწილია, ასე რომ ამაზე დიდად არ დამიჩივლია (მხოლოდ სხვებს ვულაიქებდი). მედგრად ვუძლებ, ისევე, როგორც ივლისის სიცხეს, ბენზინზე ფასების ზრდას, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს. 

მაგრამ ამ დღეებში ახალი თემა დაემატა ზეწოლის მექანიზმებს: ერთ-ერთმა ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში ჰყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო. კოლეგებს ვეკითხები, გქონიათ ასეთი გამოცდილება თუ ეს თქვენთვისაც უჩვეულოა? მაინტერესებს, ტრენდში ვზივარ თუ არა?“, - წერს ნოდია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები