აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს შეხვდა

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს შეხვდა. შეხვედრა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივის განხილვას მიეძღვნა.

ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაერთო უნიკალური პროექტის განხორციელებაში, რომელსაც "ორი დედაქალაქის ისტორია" ეწოდება და მოიცავს "ოქროს გზის" შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ობიექტის, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის ამოქმედების გეგმას.

2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, პროექტს"ორი დედაქალაქის ისტორია" კულტურული მარშრუტის სერტიფიკატი მიანიჭა.

მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი „იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემიის“ განვითარებაა.

შეგახსენებთ რომ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის თხოვნაა, შეიქმნას მემორანდუმი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რათა უნივერსიტეტის პედაგოგებმა სკოლა-აკადემიისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშაონ.

„იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტბიბლიოთეკას, ტურისტულ შეთავაზებებს და ა.შ. სკოლა-აკადემია ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული ჭიქურით დაფარული თიხის ნაკეთობების დამზადების უძველესი მეთოდები; გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული მინანქრისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები და სხვა. სკოლა-აკადემიას აქვს სათანადო ტექნიკური ბაზა, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებას“, − აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა