ქართველმა ქალმა რუს მგზავრს, რომელმაც მას სამარშრუტო ტაქსიში უკრაინული ვიდეოების გათიშვისკენ უხეშად მოუწოდა, თავისი ადგილი მიუჩინა

სულ ნახვები : 7,268
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველმა ქალმა რუს მგზავრს, რომელმაც მას სამარშრუტო ტაქსიში უკრაინული ვიდეოების გათიშვისკენ უხეშად მოუწოდა, თავისი ადგილი მიუჩინა - ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი ლაშა დიაროვი ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წერს:

"კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ვიდეო მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ახლახანს გამომიგზავნა ჩემმა მეგობარმა.

ვიდეო გადაღებულია ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ სამარშუტო ტაქსიში.

ჩემი მეგობარი მობილურში უყურებდა უკრაინულ ვიდეოებს, ოკუპანტების წარმომადგენელმა, რუსმა ქალმა შეურაცხმყოფელად მოუწოდა მას ვიდეოს გათიშვისკენ, რაზეც ხალხისგან დამსახურებული პასუხი მიიღო!

აი ასე მეგობრებო! სწორი მიდგომაა! ღორ ოკუპანტს ელარჯი კი არ უნდა გავუწელოთ, არამედ საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ!

მთავრობა მტრის მხარესაა, ამიტომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ რუსებისთვის დისკომფორტის შექმნა! სხვანაირად ქვეყანას დავკარგავთ!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!"-წერს დიაროვი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები