ოკუპირებული აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის საკითხი არ განიხილა

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის საკონსტიტუციო სასამართლომ  პარლამენტს უკან დაუბრუნა მასალები, რომლებიც  ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას ეხება. როგორც აფხაზური მედია წერს, ეს იმის გამო მოხდა, რომ განაცხადი იურიდიულად გამართული არ იყო.

პარლამენტს 3 დღის ვადაში შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ან ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ თავიდან მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა მათ  კონსტიტუციას მთავრობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა