ქართულმა ბარმა რუსებისათვის ვიზები შემოიღო

სულ ნახვები : 2,852
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის ერთ - ერთ ბარში შესასვლელად, ახლა რუსებმა, გარდა ე.წ. ფეის  კონტროლისა, უნდა შეავსონ კითხვარი, რომელსაც Dedaena Bar– ს თანამშრომლებმა ვიზა უწოდეს. 

ვიზების გარეშე Dedaena Bar–ში რუსი ტურისტები ვეღარ მოხვდებიან. 

საქმე იმაშია, რომ ბარში შესვლამდე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სთხოვენ დაადასტურონ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა და რომ ეს ორი რეგიონო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამასთან, იგივე პუნქტია დონბასსა და ლუჰანსკზეც.

გარდა ამისა, ბარში ნებადართულია პერსონალთან კომუნიკაცია მხოლოდ ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

Dedaena Bar- ის ხელმძღვანელობის თანახმად, "ვიზები" "დელიკატური პოლიტიკური ვითარების გამო დაინერგა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები