მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს - ოფიციალურად დადასტურდა დაავადების 17 შემთხვევა

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია მძვინვარებს - ოფიციალურად დადასტურდა დაავადების 17 შემთხვევა. ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

მისი ინფორმაციით ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია.  ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ ოკუპანტების აზრით, ინფექციის გავრცელების მიზეზი საკვებია.

ქალაქის მეთაურის მრჩეველმა მარიუპოლის მცხოვრებლებს ხელების ხშირი დაბანა, ვადაგასული საკვებისგან თავის შეკავება და წყალის ადუღება ურჩია.

"გასულ კვირას გამოკვლეული 23-დან მწვავე ნაწლავური ინფექციის პირველი ოფიციალურად დადასტურებული 17 შემთხვევაა. ნახევარი ბავშვია. დამპყრობლები მიუთითებენ გავრცელების მიზეზზე - საკვების საშუალებით. მიუხედავად ეპიდემიოლოგიური საფრთხის არარსებობის ერთდროული განცხადებისა, თავად მონაცემები სხვაზე მეტყველებს",- აღნიშნავს ის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები