ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? - ცერცვაძე

სულ ნახვები : 58
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახლანდელი ტემპით თუ წავედით და ასეთი კარგი მართვა შევინარჩუნეთ და გარდაცვალება მინიმალურ დონეზე გვექნება, მე ვფიქრობ, სავალდებულო მკაცრი რეგულაციები, მათ შორის პირბადეზე, საჭირო არ იქნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? რომ არ შემოგვეტანა შედეგი იქნებოდა და სწორიც იქნებოდა, სახელმწიფოს დადანაშაულება, რომ მოსახლეობა მზად არის და არ არის ვაქცინები. ამას სჯობს ვაქცინა ზედმეტობით გვქონდეს. მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის მართვის კარგი დინამიკა ფიქსირდება და ამ ეტაპზე, ქვეყანაში პირბადის სავალდებულო ტარების აუცილებლობა არ დგას.

„თუ ახლანდელი ტემპით წავედით და ასეთი კარგი მართვა შევინარჩუნეთ და გარდაცვალება მინიმალურ დონეზე გვექნება, მე ვფიქრობ, სავალდებულო მკაცრი რეგულაციები, მათ შორის პირბადეზე, საჭირო არ იქნება, მაგრამ ჩემი რჩევაა პირბადე ნებაყოფლობით ვატაროთ იქ, სადაც ყველაზე დიდი რისკია დაინფიცირების. ეს არის: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სამედიცინო დაწესებულებები, დახურულ სივრცეში ხალხმრავალი შეკრების ადგილზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები