ილიას ზუროსი: ჩენი მიზანი გავითარებაა

სულ ნახვები : 13
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 5 და 6 აგვისტოს სტუმრად ამხანაგურ მატჩებს უნგრეთთან ითამაშებს.

ჩვენი გუნდის ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა სლოვენიაში განვლილ შეკრებაზე ისაუბრა.

„სლოვენიაში მზადება დავასრულეთ და ძალიან კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გამოსწორებადია. ამ ეტაპზე გუნდის შეფასება ძნელია. ხარვეზებს ამხანაგურ მატჩებში დავინახავთ და ევრობასკეტისთვის მზადებას გავაგრძელებთ.

კალათბურთელთა მონდომებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაფერი კარგი იყო, ასე უნდა გავაგრძელოთ და იმედი მაქვს, სხვებიც შემოგვემატებიან. ვგულისხმობ სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც NBA-ს შეზღუდვების გამო, ჩვენთან სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა და გოგა ბითაძეს, რომელიც ჩვენთან ტრავმის გამო არ იყო. გოგას მუხლი აწუხებს და ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.

ამ ეტაპისთვის ყველაფერი კარგადაა. წინ ამხანაგური თამაშებია, რომლებშიც შედეგებზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მიზანი გუნდის განვითარება და როგორც დაცვითი, ისე შეტევითი პოტენციალის ამაღლებაა“, – ამბობს ზუროსი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება. 24 და 27 აგვისტოს, ნიდერლანდებსა და იტალიასთან 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების ელის, 1 სექტემბრიდან კი – ევრობასკეტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები