ჩინეთი პელოსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს

სულ ნახვები : 58
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩინეთის ხელისუფლება სანქციებს დაუწესებს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის და მის ახლო ოჯახს ტაივანში მისი "პროვოკაციული ვიზიტის" გამო. 

ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

„პელოსის ამაზრზენ, პროვოკაციულ აქტთან დაკავშირებით, ჩინურმა მხარემ გადაწყვიტა, შესაბამისი კანონების თანახმად,  სანქციების ზომები გამოიყენოს პელოსისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ“, - ნათქვამია სააგენტოს ვებსაიტზე.

შეგახსენებთ, პელოსი დღეს იაპონიაში იმყოფება, ამის შემდეგ ამერიკელი დიპლომატის აზიური ტურნე მთავრდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები