ბერდიმუჰამედოვმა ზონაში ველოსიპედით გაისეირნა და ტრენაჟორებზე ივარჯიშა

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა შვებულებაში ყოფნისას შვილ ქერიმგულთან ერთად ველოსიპედით გაისეირნა კასპიის ზღვის სანაპირო ზონაში, იუწყება თურქმენული ტელევიზია.

ამ აქტივობით აქცენტი გაკეთდა სპორტის, ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის თემებზე,  რომლებიც ბოლო პერიოდში  თურქმენეთში ფართომასშტაბიანი კომპლექსური პროექტების ფარგლებში ვითარდება. 

ერთ-ერთი ასეთი პროექტია საკურორტო ტერიტორია ავაზა, სადაც ბოლო წლებში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა მაღალი კლასის სასტუმროები, გამაჯანსაღებელი კურორტები და სპორტული კომპლექსები. 

სახელმწიფოს მეთაური შვილთან ერთად სპორტკომპლექსაც ეწვია, სადაც ტრენაჟორებზე ივარჯიშა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები