ბაქომ ლონდონის საელჩოზე თავდასხმის გამო მწვავე პროტესტი გამოთქვა

სულ ნახვები : 120
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაქოში ბრიტანეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში პარასკევს დაიბარეს. დიპლომატს ბაქომ მწვავე  პროტესტი გამოუცხადა,  ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე რელიგიური რადიკალური ჯგუფის თავდასხმასთან დაკავშირებით. 

„ეს პროვოკაცია ეხება დიპლომატიური მისიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. მოითხოვეს გარანტიები, რომ მსგავსი პროვოკაცია არ განმეორდებოდა. ვანდალიზმის აქტთან დაკავშირებით გაჟღერდა მოთხოვნა საფუძვლიანი გამოძიებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ“, - აცხადებენ დიპლომატიური დეპარტამენტში. 

ბრიტანელმა დიპლომატმა თავის მხრივ,  ღრმა მწუხარება და შეშფოთება გამოხატა მომხდარის გამო.

ამასობაში, აზერბაიჯანის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ელინ სულეიმანოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ლონდონში საელჩოზე რელიგიური რადიკალების მიერ ბოლო თავდასხმასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. 

„ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია! იძულების და საფრთხის პირობებშიც კი, აზერბაიჯანელი დიპლომატები, რომლებიც ახლა ლონდონში იმყოფებიან, აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა სულეიმანოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ლონდონში რადიკალების თავდასხმა აზერბაიჯანის საელჩოზე მიუღებელია და ბარბაროსულია“.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში აზერბაიჯანის საელჩოში რადიკალები მუსლიმანები შეიჭრნენ, აზერბაიჯანის დროშა ჩამოხსნეს და რადიკალური ისლამური რელიგიური მოწოდებები გამოფინეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები