ისლამაბადი: აშშ-მ არ გამოიყენა პაკისტანის ცა ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციისთვის





...
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენა პაკისტანის საჰაერო სივრცე ტერორისტული ორგანიზაციის ალ-ქაიდას ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციისათვის. ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასიმ იფთიხარმა ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 აგვისტოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ისლამაბადი იცავს საერთაშორისო კანონს და გაეროს შესაბამის რეზოლუციებს ტერორიზმთან ბრძოლაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს დაადასტურა, რომ ზავაჰირი ავღანეთში უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად მოკლეს.
თეთრი სახლიდან საუბრისას ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისი თანხმობით ქაბულში ალ-ზავაჰირის ლიკვიდაციის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. მან დაარწმუნა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს დაუშვებს ავღანეთს, გახდეს ტერორისტების თავშესაფარი. ”ეს ტერორისტული ლიდერი აღარ არის”, - დასძინა ბაიდენმა.