ლევან იოსელიანი - სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა მაინც არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ

სულ ნახვები : 62
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მოქალაქეების“ დეპუტატის ლევან იოსელიანის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.

იოსელიანის თქმით, „სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა მაინც არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ

„სასამართლოს მიმართ მთავარი გამოწვევა მაინც არის ნდობა, რომელიც მოქალაქეებს უნდა გაუჩნდეთ. ეს აღარ უნდა იყოს პრობლემა, რომელიც ბოლო 30 წელია, გვაწუხებს. დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემების იდენტიფიცირება მოვახდინეთ არასრულად, მაგრამ მაინც. სამუშაო ჯგუფში მუშაობა გაგრძელდება და იმ პრობლემურ საკითხებზე ვიმსჯელებთ, რომელიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა არჩევას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დაკომპლექტებას, მოსამართლეების მიერ ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავებას, სასამართლოების გადატვირთვას. მგონი, ცხადად გამოჩნდა, რომ როცა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენა იყო, როგორი პრობლემურია სისტემა, რომ ადამიანები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში განმწესებას არ იმსახურებენ, მათი ნაწილი სასამართლოში მაინც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსმენების დროს ვერანაირი ტესტი ვერ დააკმაყოფილეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები