მამუკა მდინარაძე - რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე უნდა გიქნა და ისე - ეს არის საშინელი გოიმობა

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„როდესაც გამოყოფ ადამიანს იმიტომ, რომ რუსი ან სხვა ეროვნებისაა, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები და ეტყვი - “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე უნდა გიქნა და ისე”, ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განაცხადა.

მდინარაძემ რუსეთის მოქალაქეების მიერ „დედაენის ბარზე“ სავარაუდო კიბერშეტევაზე განაცხადა, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

„ამ რაღაც ერთ ბარზე რომ ვკონცენტრირდით, დაგეგმილ პროვოკაციებს რომ აჰყვები და დიდი ენთუზიაზმით ქსენოფობიურ კამპანიას რომ დაახურავ ზემოდან ქუდივით, ხომ უნდა მიხვდე, ჭკუა ხომ უნდა ეყოთ (ჭკუა კი ყოფნით, უბრალოდ სპეციალურად აკეთებენ), რომ ამას არ აჰყვნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები