ოზურგეთის სამაშველო სამსახურის უფროსი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, სამსახურებრივი ავტომობილით ადგილობრივს დაეჯახა - ავარია მის მძღოლს დაბრალდა





...
ოზურგეთის სამაშველო სამსახურის უფროსი მერაბ ჭანუყვაძე, რომელსაც ძმები თალაკვაძეები მფარველობენ სამსახურებრივი ავტომობილით ოზურგეთის მკვიდრს, ილო ინწკირველს დაეჯახა. ჭანუყვაძე ნასვამ მდგომარეობაში იყო.
ავარიის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ფაქტზე გამოძიება არ დაწყებული. ჩვენი ინფორმაციით, დაზარალებულ ილო ინწკირველს ახალი ავტომობილი უყიდეს, მომხდარში კი ჭანუყვაძის მძღოლი დაადანაშაულეს, რომელიც ავარიის ადგილზე არ იმყოფებოდა. ფაქტი არ გაუშუქებია ადგილობრივ მედიას.
ცნობისთვის, მერაბ ჭანუყვაძე 2017წლამდე ოზურგეთის გამგებელი იყო. შემდგომ წლებში გურიის გუბერნატორი. ის თალაკვაძეებმა ადგილობრივ არჩევნებზე, დახმარების სანაცვლოდ დანიშნეს ოზურგეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსად.