გამყრელიძე თანამდებობას დატოვებს - მის მოვალეობას თამარ გაბუნია შეასრულებს

სულ ნახვები : 94
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. "პალიტრანიუსის" ეთერში აზარაშვილმა განაცხადა, რომ NCDC-ს დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

"გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას", - თქვა აზარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები