როგორია კოლეგის მიერ დაჭრილი მედიკოსის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ნიკოლიშვილის თქმით, საავადმყოფოს დაჭრილ დირექტორს, ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.

მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

"პაციენტი, 52 წლის მამაკაცი, შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული იყო მარჯვენა მხარის ძვალი, ასევე შემავალი იყო ჭრილობა პეტროპენტიონალურ სივრცეში ღვიძლის შემხები დაზიანებით... ჩაუტარდა პაციენტს ოპერაციული ჩარევები, ქირურგიული ჩარევები.

ასევე ქირურგიული ჩარევა, ამოღებულია უცხო სხეული, ოპერაცია სრულყოფილად ემოსტაზი მიღწეულია, ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

ეს პაციენტი ჩვენი კლინიკის თანამშრომელი არ არის, სხვა კლინიკის თანამშრომელია, რაც ვიცით ეს არის დაზიანებები და ასაკი, იყო დაზიანებული მხარის ძვალი და რეტროპეტიანული სივრცე, ეს გამოწვეული იყო იყო ერთი ნასროლით თუ ორი ნასროლით, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ამოღებულია ლითონის უცხო სხეული, თუ რას სახის უცხო სხეულია, ამას ექსპერტიზა დაადგენს", - ამბობს გიორგი ნიკოლიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები