საქართველო უნგრეთთან ქულით დამარცხდა

სულ ნახვები : 46
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპისა და წლევანდელი ევრობასკეტის მოსამზადებელი პერიოდში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი უნგრეთთან გამართა და 88:89.

ილიას ზუროსის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა. მატჩის გათანაბრება (82:82) მხოლოდ 2 წუთით ადრე მოახერხა, შემდეგ დაცვაშიც კარგად დადგა და შეტევაც მიიღო, მაგრამ უკვე თავად გააცუდეს და შემდეგ შეტევაში წინ უკვე მასპინძლები იყვნენ. დარჩენილ დროში კი, ჩვენებმა თამაში ვერ მოატრიალეს.

მართალია ამხანაგური თამაში იყო, მაგრამ ჩვენს გუნდში ბევრი წუნი გამოჩნდა. ცხადია, ჩვენს გარდა ამას ზუროსიც დაინახავდა და შესაბამის დასკვნებსაც გამოიტანს. ცუდი ის არის, რომ გუნდის რამდენიმე ძირითადი კალათბურთელი ისევ არ არის ნაკრებთან ერთად და შესათამაშებლად ბევრი დრო არ რჩება. ვნახოთ, რა დასკვნებს გამოიტანს ბერძენი სპეციალისტი უმოკლეს პერიოდში.

საქართველო და უნგრეთი ერთმანეთს ხვალაც ითამაშებენ, მაგრამ მატჩი ორივე გუნდის მოთხოვნით დახურული იქნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები