ქალებმა მოიგეს, ვაჟებმა წააგეს

სულ ნახვები : 58
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიმდინარე 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოგება მიითვალა, ხოლო ვაჟები დამარცხდნენ.

ქალთა ნაკრები მედლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ჩვენებმა რუმინეთს 2.5:1.5 სძლიეს. პარტია მხოლოდ ლელა ჯავახიშვილმა მოიგო, ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე კი, ყაიმებს დასჯერდნენ.

7 ტურის შემდეგ 14 ქულით ლიდერი ინდოეთის ნაკრებია, ხოლო 12-12 ქულით საქართველო, უკრაინა და სომხეთი 2-4 ადგილებს ინაწილებენ. დამატებითი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი ორივე კონკურენტს ჩამორჩება.

მერვე ტურში ჩვენები სომხებს ეთამაშებიან, ხოლო ინდოეთი და უკრაინა ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ.

ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს ვაჟებმა და 52-ე ადგილზე ჩაინაცვლეს. ჩვენი გუნდი ამჯერად მოლდოვასთან დამარცხდა – 1.5:2.5.

ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან ფანცულაიამ ყაიმები ითამაშეს, ხოლო თამაზ გელაშვილი დამარცხდა. მომდევნო ტურში საქართველო ვენესუელას შეხვდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები