ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

სულ ნახვები :
255




...
ისრაელის თავდაცვითი ძალების ინფორმაციით, პალესტინის ისლამისტურმა ჯიჰადმა ისრაელის მიმართულებით 80-მდე რაკეტა გაუშვა. საჰაერო განგაში ისმოდა ლახიშში, აშკელონის სიახლოვეს, ასევე, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში.
იერიში განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვით ძალებმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლეს.